რუბრიკა თქვენი პრეზენტაციისთვის
4
|
3
|
2
|
1
| |
შინაარსის ცოდნა
X 3
|
შინაარსი ძალიან კარგად არის ორგანიზებული.
კვლევითი აქტივობები თანმიმდევრულია.
პრეზენტაციის შინაარსში ჩანს, რომ ჩვენ სწორად შევარჩიეთ ცდისათვის საჭირო მასალა, სწორად დავგეგმეთ და ჩავატარეთ ცდა დახმარების გარეშე.
|
შინაარსი კარგად არის ორგანიზებული.
კვლევითი აქტივობები თანმიმდევრულია.
პრეზენტაციის შინაარსში ჩანს, რომ ჩვენ შევარჩიეთ ცდისათვის საჭირო მასალა, დავგეგმეთ და დახმარებით ჩავატარეთ ცდა.
|
შინაარსი ორგანიზებულია.
კვლევითი აქტივობები ნაწილობრივ თანმიმდევრულია.
ჩვენ დახმარებით შევარჩიეთ ცდისათვის საჭირო მასალა, დახმარებით დავგეგმეთ და ჩავატარეთ ცდა.
|
შინაარსი არ არის ორგანიზებული.
კვლევითი აქტივობები არათანმიმდევრულია.
ჩვენ ვერ შევარჩიეთ ცდისათვის საჭირო მასალა, ვერ დავგეგმეთ და ვერ ჩავატარეთ ცდა.
|
დამაჯერებლობა
X 3
|
ჩვენს პრეზენტაციაში რამდენიმე საფუძვლიანი არგუმენტია წარმოდგენილი, რაც ადასტურებს, რომ სწორად ვაწარმოეთ დაკვირვება, ზუსტად აღვრიცხეთ და გავაანალიზეთ მონაცემები, გამოვიტანეთ სწორი დასკვნები.
|
ჩვენს პრეზენტაციაში რამდენიმე საფუძვლიანი არგუმენტია წარმოდგენილი, რაც ადასტურებს, რომ სწორად ვაწარმოეთ დაკვირვება, მცირე შეცდომებით აღვრიცხეთ და გავაანალიზეთ მონაცემები, გამოვიტანეთ დასკვნები.
|
ჩვენი პრეზენტაციის შინაარსში ჩანს, რომ ვაწარმოეთ დაკვირვება, აღვრიცხეთ და გავაანალიზეთ მონაცემები, მაგრამ ვერ გამოვიტანეთ დასკვნები.
|
ჩვენი პრეზენტაციის შინაარსში ჩანს, რომ ვერ ვაწარმოეთ დაკვირვება, ვერ აღვრიცხეთ მონაცემები, ვერ გამოვიტანეთ დასკვნები.
|
გრაფიკული გამოსახულებები და დიზაინი
X 2
|
გრაფიკული გამოსახულებები და ცხრილები ხელს უწყობს შინაარსის ათვისებას.
პრეზენტაციას აქვს დახვეწილი, კრეატიული და ესთეტიკურად სასიამოვნო დიზაინი.
|
გრაფიკული გამოსახულებები და ცხრილები ხელს უწყობს შინაარსის ათვისებას, მაგრამ მეტია საჭირო.
პრეზენტაციას აქვს დახვეწილი და ესთეტიკურად სასიამოვნო დიზაინი.
|
გრაფიკული გამოსახულებები და ცხრილები ხელს არ უწყობს შინაარსის ათვისებას.
პრეზენტაციას აქვს დახვეწილი დიზაინი.
|
პრეზენტაციაში არ გამოგვიყენებია გრაფიკული გამოსახულებები და ცხრილები.
პრეზენტაცია არ არის კარგად გაფორმებული.
|
ტექნიკური ასპექტები
X 1
|
პრეზენტაციაში შეცდომები არ არის დაშვებული პუნქტუაციის, მთავრული ასოებით წერისა და გრამატიკის თვალსაზრისით.
|
პრეზენტაციაში ზოგიერთი შეცდომა არის დაშვებული პუნქტუაციის, მთავრული ასოებით წერის ან გრამატიკის თვალსაზრისით, მაგრამ ეს გავლენას არ ახდენს ტექსტის შინაარსზე.
|
პრეზენტაციაში რამდენიმე შეცდომა არის დაშვებული პუნქტუაციის, მთავრული ასოებით წერის ან გრამატიკის თვალსაზრისით, რაც გავლენას ახდენს ტექსტის შინაარსზე.
|
პრეზენტაციაში უამრავი შეცდომა არის დაშვებული სასვენი ნიშნების დასმის, მთავრული ასოებით წერის ან გრამატიკის თვალსაზრისით, რაც მკითხველისათვის ტექსტის გაგებას ართულებს.
|
ჯგუფის მიერ შეტანილი წვლილი
X 1
|
ჩემ წილ სამუშაოს ვასრულებ, ყურს ვუგდებ სხვების მოსაზრებებს და ვეხმარები თანატოლებს. ყოველთვის ყურადღებით ვეკიდები საქმეს.
|
მე ვასრულებ ჩემ წილ სამუშაოს, ყურს ვუგდებ სხვების მოსაზრებებს და ზოგჯერ ჩემს თანატოლებს ვეხმარები. ჩვეულებრივ, ყურადღებით ვეკიდები საქმეს.
|
მე არ ვასრულებ ჩემ წილ სამუშაოს, მიჭირს სხვების მოსმენა და მჭირდება რომ შემახსენონ, რა მაქვს გასაკეთებელი. ხშირად უყურადღებოდ ვეკიდები საქმეს.
|
პროექტში დიდი წვლილი არ მიმიძღვის და უმეტეს შემთხვევაში უყურადღებოდ ვეკიდები საქმეს.
|
No comments:
Post a Comment