პროექტის რეფლექსია
სსიპ ქ. თბილისის 90 საჯარო სკოლა
საგანი:
მათემატიკა
მასწავლებელი:
ნინო ლაკვეხელიანი
საპროექტო თემა:
მათემატიკის როლი კაცობრიობის განვითარების ისტორიაში
მიმართულება:
,,საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში’’.
პროექტის მთავარი შეკითხვა- რატომ უნდა ვისწავლოთ მათემატიკა და გამოვიყენებთ თუ არა მათემატიკის
ცოდნას რეალურ ცხოვრებაში?
რატომ
გადავწყვიტე პოექტის გაკეთება?
მე-6-დან
დაწყებული მე-9 კლასის ჩათვლით ბავშვებმა საკმაოდ ბევრი მათემატიკოსების თეორემები
შეისწავლეს და თეორიული ცოდნაც დაუგროვდათ. მიუხედავათ ამისა ისინი ხშირად მისვამდნენ
კითხვებს თუ რაში სჭირდებოდათ მათ მათემატიკის ღრმად სწავლა და რაში გამოიყენებოდა
მათემატიკა ცხოვრებაში.
ამიტომ
გამიჩნდა იდეა მე-9 კლასში გამეკეთებინა პროექტი, რომელიც პასუხს გასცემდა მათ კითხვებს.
ეს იდეა მოსწავლებლებსაც მოეწონათ და გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა პროექტი, რომლის თემა
იქნებოდა ,,მათემატიკის როლი კაცობრიობის განვითარების
ისტორიაში’’.
თუ
გვინდა, რომ მოსწავლეს ჰქონდეს უნარი აითვისოს მისი განვითარების დონის შესაბამისი
სასწავლო მასალა, ასევე ჰქონდეს სწავლისადმი გამოკვეთილი ინტერესი, ის უნდა გრძნობდეს
ცოდნის შეძენის საჭიროებას. ამის გათვალისწინებით შევთავაზე მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის
დროს გაერკვიათ რაში გამოიყენებდნენ მათემატიკაში ნასწავლ მასალას ცხოვრებაში ე.ი.
მოეხდინათ საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი.
მეთოდები
და პროცესის მოკლე აღწერა: გაკვეთილების შემდეგ შევიკრიბეთ, დაფაზე დავწერე თემები და საშუალება მივეცი თვითონ აერჩიათ მათთვის საინტერესო
თემა, შევქმენით ჯგუფები ორი ან სამი წევრისაგან, რომლებიც ერთად კარგად იმუშავებდნენ.
პოექტზე
მუშაობობის პროცესი დავგეგმე სხვადასხვა აქტივობების და მეთოდების გამოყენებით. მუშაობის
თითოეულ ეტაპზე მოსწავლეები აქტიურად იყენებდნენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს, როგორც
ინფორმაციის მოძიების კუთხით, ისე რესურსების შესაქმნელად. თითოეული აქტივობა წინასწარ
გავწერე
დროში.
პროექტის განხორციელებისათვის გამოვყავი 2 თვე. 2017წლის 1თებერვლიდან - 1 მარტის ჩათვლით.
1. აქტივობა: სამუშაო შეხვედრა1.02.2017
პირველ შეხვედრაზე შევთავაზე პროექტის განხორციელების იდეა,
ჩამოვწერე საპროექტო თემების ჩამონათვალი.
მივეცი საშუალება თვითონ აერჩიათ თემები.
2 2 . აქტივობა: 6.02.2017
წინარე
ცოდნის შემოწმების შემდეგ მივეცი მითითებები თუ სად შეიძლება მოიძიონ მეტი ინფორმაცია.
დავავალე მოამზადონ მუშაობის პროცესის ამსახველი ფოტო მასალა, რაც მომავალში გამოადგებათ
პროექტის პრეზენტაციისთვის
3.
აქტივობა: 13.02.2017
შევახსენე
თემატური შეკითხვა: რატომ უნდა ვისწავლოთ
მათემატიკა? მათ მიერ მოძიებულ მასალებში დაინახეს თუ არა მათემატიკის როლი ყოფა-ცხოვრებაში.
მოსწავლეებს
ვთხოვე სამუშაო დღიურში ჩაწერონ შეკითხვებზე პასუხები პროექტზე მუშაობის სხვადასხვა
ეტაპზე.პერიოდულად შევაგროვებ დღიურებს მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნის შესამოწმებლად
4.აქტივობა:
20.02.2017
მოსწავლეებს
დავავალე შეექმნათ რესურსები- თემების მკიხედვით
და გადაეღოთ ფოტოები რესურსის დამზადების პროცესში.
მაგ.
ა)პითაგორას თეორემის დასამტკიცებლად
ბ)ბერკეტის
წესის გამოყენება მათემატიკაში. ამის დასადასტურებლად დაემზადებინათ ბერკეთი
გ)
დაემზადებინათ პირამიდის მაკეტი, სადაც დაასაბუთებდნენ ,,ოქროს კვეთას’’
დ)
დაემზადებინათ მაკეტი, რომელიც წარმოადგენდა დეკარტეს კოორდინატთა სისტემას სივრცეში.
5.
აქტივობა: 6.03.2017
მოსწავლეებმა
მაჩვენეს მათ მიერ დამზადებული რესურსები და გადაღებული ფოტოები. მივეცი შენიშვნები,
რადგან საჭიროებდა ცოტა დახვეწას.
6.
აქტივობა: 13.03.2017
მორიგ
შეხვედრაზე დავავალე გარკვეულ ჯგუფებს საპრეზენტაციოდ მოამზადონ ამოცანები პითაგორას
და თალესის თეორემებზე. ბერკეტის წესის გამოყენებაზე.
7.
აქტივობა: 20.03.2017
მოსამზადებელი
პრეზენტაციების თემატიკის განსაზღვრა, თითოეული პრეზენტაციისათვის გამოყოფილი დროის
დადგენა.
მოსწავლეებს
შევახსენე, რომ მომზადებული პრეზენტაციები შემდეგ თემატურ კითხვებს უნდა პასუხობდეს:
1)რატომ ვსწავლობთ მათემატიკას?
2)რაში გამოიყენებთ პრაქტიკაში დაგროვილ ცოდნას?
3)რამდენად ამარტვივებს ცხოვრებას მათემატიკის ცოდნა?
4) რა როლი აკისრია მათემატიკას არქიტექტურასა და ხელოვნებაში?
დავეხმარე მოსწავლეებს გაავლონ პარალელები და გააკეთონ დასკვენბი რათა
შეძლონ უპასუხონ შემდეგ შინაარსობრივ კითხვებს:
1)რა არის მათემატიკა?
2)რომელ ცნობილ მათემატიკოსებს იცნობთ(ან გაეცანით) ?
3)როემლია ისეთი მათემატიკოსები რომლებსაც აქმდე არ იცნობდით და ახლა მოიძიეთ
ინფორმაცია?
4) რაში მდგომარეობს პითაგორას თეორემის არსი?
5)როგორ გავზომოთ შენობის სიმაღლე პითაგორას თეორემის გამოყენებით?
6)როგორ ვიპოვოთ მანძილი ერთი ადგილიდან მეორე მიუწვდომელ ადგილამდე (თალესის
თეორემით) ?
7)რა აღმოჩინა ევკლიდემ და ვინ იყო იგი?
8)რა არის ოქროს კვეთა?
9)გამოიყენებთ თუ არა ბერკეტის წესს მათემატიკაში?
8.აქტივობა:
27.03.2017
მორიგ
შეხვედრაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები. განვიხილეთ, დავხვეწეთ,
გავაანალიზეთ, თავი მოვუყარეთ ფოტო და ვიდეო მასალებს. მივეცი მითითებები, რომ თითოეული
მოთხრობის დაფა მოიცავდეს სლაიდის სათაურსა და
ძირითადი საკითხების ჩამონათვალს.
შევქმენით
ბლოგი რომლის მისამართია:
9. აქტივობა:
29.03.2017
პროექტი
მზად არის პრეზენტაციისათვის. ერთობლივად გადავწყვიტეთ პროექტის ჩატარების თარიღი
10.04.2017.
10.
აქტივობა: 10.04.2017 პრეზენტაციის დღე
თითოეულმა
ჯგუფმა საკმაოდ დამაჯერებლად წარმოადგინა თავიანთი ნამუშევრები.
შედეგი:
- პროექტის ფარგლებში მოხდა შესწავლილი ,მასალის გამეორება და შეძენილი ცოდნის განმტკიცება.მოსწავლეებმა დაუკავშირეს შეძენილი ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებას და გაარკვიეს, რამდენად მნიშვნელოვანია მათემატიკის სწავლა.
- მათემატიკა იმდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ მის გარეშე ვერ მოხდებოდა ტექნიკური პროგრესი, ვერ შეიქმნებოდა ხელოვნებისა და არქიტექტურის შედევრები.
- დაინახეს, რომ ცნობილი მათემატიკოსების მოღვაწეობას და მათ გამოგონებებს რა დიდი წვლილი მიუძღვით კაცობრიობის განვითარების ისტორიაში.
პროექტის მიზანი, რომელიც
ითვალისწინებდა მოსწავლეების ცოდნის ამაღლებასა და განმტკიცებას შესრულებულად მიმაჩნია,
ვინაიდან ამ პროექტით მათ მიერ დასმულ შეკითხვებს გაეცათ დამაჯერებელი პასუხები.
წარმოდეგენილი
პროექტი ძირითადად აგებულია მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განვითარებაზე, კრიტიკული
აზროვნების ჩამოყალიბებაზე, პრობლემის უკეთ გადაჭრის გზების მოძებნაზე.
ამდენად
შეძენილი ცოდნის ცხოვრებაში ტრანსფერის პროცესი
ძალზე მნიშვნელოვანია სწავლების წარმატებულობისათვის.
გამოყენებული
ლიტერატურა:
·
https://www.wikipedia.org/
No comments:
Post a Comment